11:19 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 14:16:32, 2422 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა - „უამრავი ადამიანი დაკარგულად ითვლება“

ლონდონში მომხდარ ძლიერ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 30-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, მათ შორის 17 კრიტიკულ მდგომაროებაშია. 

გარდა ამისა, მეხანძრეების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა ისევ გაიზარდოს. 
"ხანძრის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვინმე ცოცხალი ვიპოვოთ", - განაცხადა ლონდონის სახანძრო სამსახურის კომისარმა დენი კოტონმა. 

ამ დრომდე, უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შენობაში ხანძრის დროს. უამრავი ადამიანი უგზოუკლოდ დაკარგული ითვლება. 

კოტონის თქმით, სამძებრო სამუშაოები შესაძლოა, რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. 

შეგახსენებთ, რომ ლონდონში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ლონდონის დასავლეთით, Grenfell-ის მრავალსართულიან საცხოვრებელი კომპლექს გაუჩნდა. არსებობს საშიშროება, რომ შენობა ჩამოინგრევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics