|
2017-06-15 09:43:45, 2229 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ადვოკატი: ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს მიმართ ძალიან ცუდი აქცენტები გაკეთდება
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მირებულ რეზოლუციაში საქართველოს მიმართ ძალიან ცუდი აქცენტები იქნება გაკეთებული. როგორც ჩოფიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობს. "საქმეს დღემდე რაიონული განყოფილება იძიებს, როცა კანონით მთავარი პროკურატურა უნდა იძიებდეს. ნაცვლად იმისა, რომ ხდებოდეს ძირითადი ვერსიის გამოძიება მონაწილეობდნენ თუ არა ქართული სპეცსამსახურები გატაცებაში, ხდება მოწმეების შეგროვება, ვინც არაფერი იცის საქმესთან დაკავშირებით. სწორედ ასეთი გამოძიების პირობებში, ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება გამოძიების მიმდინარეობა ეფექტურად. სწორედ ამიტომაც, საქართველოს კრიტიკა იქნება“, - განუცხადა ჩოფიკაშვილმა საზოგადოებრივს. ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტზე დებატები გაიმართება, რომელიც აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობას და აფგან მუხთარლის საქმეს ეხება. შეგახსენებთ, რომ საქართველოდან 29 მაისს გატაცებული აფგან მუხთარლი ბაქოს იზოლატორში იმყოფება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)