|
2017-06-14 14:41:32, 2492 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა - 50-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი
ლონდონში მომხდარი ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, - ამის შესახებ BBC პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათ უმრავლესობას კვამლით ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. მომხდარს ლონდონის მერი სადიქ ხანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაჩენილი ხანძრის გამო "განადგურებულია". "მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მეხანძრეებს და საგანგებო სიტუაციების სამსახურებს იმ წარმოუდგენელი მამაცობისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მათ გამოაჩინეს", - აღნიშნა ლონდონის მერმა. შეგახსენებთ, რომ ლონდონში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ლონდონის დასავლეთით, Grenfell-ის მრავალსართულიან საცხოვრებელი კომპლექს გაუჩნდა. არსებობს საშიშროება, რომ შენობა ჩამოინგრევა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)