|
2017-06-14 11:06:18, 2451 ნახვა
მსოფლიო
Golden State Warriors-მა დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უარი თქვა
ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის (NBA) გამარჯვებული გუნდი Golden State Warriors-ი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ შეხვდება, - ამის შესახებ Metro.us იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტრადიციის თანახმად, გამარჯვებული გუნდი ქვეყნის პრეზიდენტს უნდა შეხვდეს, თუმცა წელს აღნიშნული შეხვედრა არ გაიმართება. მედიის ცნობით, გუნდში ანონიმური კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგადაც, მოთამაშეთა უმრავლესობა ტრამპთან შეხვედრას ეწინააღმდეგება. წინასაარჩევნო კამპანიისა და ტრამპის გამარჯვების შემდეგ, Golden State-ის მოთამაშეებმა და მთავარმა მწვრთნელმა ქვეყნის პრეზიდენტი არა ერთხელ გააკრიტიკეს. ცნობისთვის, გუნდმა გამარჯვება 2015 წელსაც მოიპოვა და ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)