11:19 - 21 Aug, 2026
|
2017-06-13 13:49:08, 2450 ნახვა
მსოფლიო
ქალაქ რაქას რადიკალი ისლამისტებისგან გათავისუფლების ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს
სირიის ქალაქ რაქას რადიკალი ისლამისტებისგან გათავისუფლების ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ Aljazeera იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა და ქურთების სამხედრო შენაერთებმა ჯიჰადისტების თავდაცვითი პოზიციები გაარღვიეს. მათ ასევე ქალაქის ძველი უბნის კედლების გადალახვაც მოახერხეს. სამხედრო ოპერაციას საჰაერო მხარდაჭერას აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია უწევს. მედიის ცნობით, სირიის დემოკრატიულმა ძალებმა რაქას აღმოსავლეთით ინდუსტრიული რაიონი დაიკავეს. სირიის ქალაქ რაქაში ამ დროისთვის 3-დან 4 ათასამდე ჯიჰადისტი იმყოფება. ქალაქის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებისას, რადიკალი ისლამისტების ნაწილმა ქალაქ დეირ ეზ-ზორში გადაინაცვლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)