|
2017-06-12 16:09:18, 2463 ნახვა
სამართალი კომენტარი
Birja Mafia-ს წევრი: ბერასთან შეხება მქონდა, ერთხელ ვართ შეხვედრილი
მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრის, გიორგი ქებურიას განცხადებით, ნარკოტიკული საშუალების ფიზიკურად ჯიბეში ჩადება არ მომხდარა, არამედ აღნიშნული საბუთებში გააფორმეს. როგორც ქებურიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ბრალი აღიარა, ვინაიდან მასზე სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. „სამართალდამცველების სახელი და გვარები არ ვიცი, თავი არ წარმიდგინეს, მაგრამ ვფიქრობ, შემიძლია მათი ამოცნობა“,-ამბობს ქებურია და დასძენს, რომ დაკავებისას კლიპზე იყო საუბარი, რომელმაც მისივე განმარტებით, პოლიციის გაღიზიანება გამოიწვია, ვინაიდან კლიპში პოლიცია გაშარჟებული იყო. „როგორც ვიცი, ამ კლიპმა პოლიცია გააღიზიანა, რადგან პოლიცია გაშარჟებული იყო და ჩვენ უნდა დავსჯილიყავით სამაგალითოდ, რათა მსგავსი ქმედება ვინმეს მხრიდან არ განმეორებულიყო“,-განაცხადა ქებურიამ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან „აჭარა ნეტში“ განხორციელდა ზარი, კომპანიამ კი, მათ ამის თაობაზე შეატყობინა. ქებურია განმარტავს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეს კლიპის დაბლარვა. ამასთან, იგი აცხადებს, რომ ბერა ივანიშვილთან შეხება ჰქონია და მას და მთელ საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის. „მე და ბერა ერთხელ ვართ შეხვედრილი“,-დასძინა გიორგი ქებურიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)