|
2017-06-12 16:00:17, 2226 ნახვა
კომენტარი
რეპერი „მასტერი“ პოლიციელის როლის შემსრულებელზე ზეწოლას არ გამორიცხავს
რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“, არ გამორიცხავს, რომ პოლიციელის როლის შემსრულებელის, გიორგი გაგუას მიმართ ზეწოლა განხორციელებულიყო. როგორც მან თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ზეწოლის თაობაზე ეჭვს უჩენს ის, რომ პოლიციელის როლში მყოფმა სრული აბსურდი ილაპარაკა. „არ ვიცი მასზე განხორციელდა თუ არა ზეწოლა, მაგრამ საეჭვოა, ისე საუბრობს. მე რომ ვნახე ვიდეო, საეჭვო იყო. არ გამოვრიცხავ, ზეწოლას ჰქონოდა ადგილი იმიტომ, რომ სრული აბსურდი ილაპარაკა. თქვა, რომ არ იცოდა მუსიკალურ კლიპს თუ იღებდნენ და ეგონა, რომ თავისთვის იღებდნენ ვიდეოს“,-განაცხადა „მასტერმა“. მისივე ინფორმაციით, „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებამდე მოხდა კლიპის დაბლარვა იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გაღიზიანდა. „ წინა ღამით, სანამ ბიჭებს დაიჭერდნენ, ქებურიამ მომწერა მესიჯი, მე მგონი შსს მაგრად გაღიზიანდაო და აქედან გამომდინარე კლიპი დავბლარეთო. „აჭარა ნეტს“ დაურეკესო, ვკითხე „აჭარა ნეტი“ რა შუაშია-მეთქი და მითხრა, მაგათ გადაიღეს კლიპიო“,-განაცხადა „მასტერმა“.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)