|
2017-06-12 14:13:06, 858 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 10-მდე რუსი ბლოგერი სტუმრობდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 10-მდე რუსი ბლოგერი სტუმრობდა. ოთხდღიანი მედიატურისას მონაწილეები აჭარის საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და მთიანი აჭარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. მოინახულეს მტირალას ერონული პარკი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, კურორტი გოდერძი და მწვანე ტბა. ბლოგერებმა აჭარაში ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს და თავადაც მიიღეს მონაწილეობა კერძების მომზადების მასტერკლასებში. ივნისის ბოლომდე ბლოგერები აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მკითხველებს გაუზიარებენ. სოციალურ ქსელებში მათი მიმდევრების რაოდენობა 15 000 -დან 129 000-მდე მერყეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჟურნალისტებსა და ბლოგერებს რეგიონში 16 ქვეყნიდან იწვევს. აჭარას ამ ეტაპზე უკვე სტუმრობდა 80-მდე ჟურნალისტი. კვირის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანელი ჟურნალისტების პრესტურსაც გაუწევს ორგანიზებას. (NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)