|
2017-06-08 17:32:02, 2002 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: ჩვენ ერთად უნდა გამოვნახოთ გზა, რომ მოსახლეობამ თავი დააღწიოს განგრძობითი ოკუპაციის ტყვეობას
„ჩვენ ერთად უნდა გამოვნახოთ გზა, რომ მოსახლეობამ თავი დააღწიოს განგრძობითი ოკუპაციის ტყვეობას“, - ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების, ოსური თემის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან, შეხვედრაზე განაცხადა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. „შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა, პრიორიტეტები, ამოცანები, ჩვენი გეგმები, რომლებიც მიმართულია შერიგებისკენ, ნდობის მშენებლობისკენ, ხალხთა შორის კონტაქტების წახალისებისკენ. ვისაუბრეთ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ ან დაგეგმილ ნაბიჯებზე, რომელიც მიმართულია სამოქალაქო ინტეგრაციისკენ. მეორეს მხრივ, ჩვენ განვიხილეთ ის პროექტები, რომლებიც არსებობს სამოქალაქო სექტორში. ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებებსა და ინიციატივებს. ჩვენ ერთად უნდა გამოვნახოთ გზა, განხორციელდეს ის დიდი სურვილი, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, მათ შორის ეთნიკურად ოსი წარმომავლობის ჩვენს მოქალაქეებში, რათა მავთულხლართებით დაშორებულ საზოგადოებებს შორის აღდგეს ხიდები, მიეცეთ შერეულ ოჯახებს შესაძლებლობა, მოინახულონ ნათესავები, გაფართოვდეს კონტაქტები, მოსახლეობამ თავი დააღწიოს განგრძობითი ოკუპაციის ტყვეობას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. სახელმწიფო მინისტრმა ასევე მიმოიხილა შემდეგი მიმართულებებით გადადგმული ნაბიჯები: საჯარო სკოლებში ოსური ენის წავლების დანერგვა, ოსურ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მათ შორის უვიზო მიმოსვლისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ოსურენოვანი ლიტერატურის გამოცემები, კულტურული პროექტები. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)