|
2017-06-07 16:42:41, 975 ნახვა
რეგიონი
ლომისობის დღესასწაულზე მაშველებმა 20-მდე ადამიანს გაუწიეს დახმარება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ლომისობის დღესასწაულზე, დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში 20-მდე დაზარალებულს გაუწიეს დახმარება. ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველები რთული რელიეფის გამო დაშავდნენ. „სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღეს. ზოგი უბრალოდ შეუძლოდ გახდა, ზოგს ფეხი დაუზიანდა. მომლოცველების ნაწილს ადგილზე უტარდებოდა შესაბამისი დახმარება, ნაწილი კი, ვისაც სჭირდებოდა, მაშველებმა სამედიცინო პუნქტში ჩაიყვანეს“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათივე ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებით 65 მაშველი, პრევენციის მიზნით, სოფელში დილის ხუთი საათიდან მობილიზებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მოქალაქეების დასახმარებლად მლეთაში დღესასწაულის დამთავრებამდე დარჩნენ.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)