09:28 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 12:51:07, 929 ნახვა

სხვადასხვა
საყდრისის დაცვის კომიტეტი რუსულ კომპანია „არემჯის“ ვანდალურ ქმედებებში ამხელს (NS)

საყდრისის დაცვის კომიტეტში მიაჩნიათ, რომ რუსული კომპანია "არემჯი გოლდი" კვლავ აგრძელებს ვანდალურ ქმედებას ფიტარეთის მე-13 საუკუნის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ -"ბნელი ხევის" ტერიტორიაზე.

ამის შესახებ საყდრისის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს.

საყდრისის კომიტეტში აცხადებენ, რომ მოსამზადებელი სამუშაოები არქეოლოგიური შესწავლის გარეშე მიმდინარეობს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის "ბნელი ხევის" კულტურულ მემკვიდრეობას, მათ შორის, ფიტარეთის მონასტერს და ხულუტიც ციხეს.

"ამასთან, იგეგმება ტერიტორიაზე არსებული ტყის საფარის 70%-ის გაჩეხვას, რაც ბოლნისის რაიონის მსგავსად ახლა უკვე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შექმნის ეკოკატასტროფის რისკებს. ამ პროცესების მიღმა კი იკვეთება, "არემჯი გოლდის" მესაკუთრის დიმიტრი ტროიცკის შესაძლო კორუფციული გარიგებები ამჯერად საკანონმდებლო ორგანოში.სწორედ სავარაუდო კორუფციული სქემების შესახებ ისაუბრებენ საყდრისის კომიტეტის წევრები მედიასთან.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საყდრისის კომიტეტი მოუწოდებს კულტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს ერთი კვირის განმავლობაში დროულად გარკვნენ ვიტარებაში და საზოგადოებას დამაჯერებელი ინფორმაცია მიაწოდონ. წინაარმდეგ შემთხვევაში საყდრისის დაცვის კომიტეტი მზად არის თავად დაიწყოს ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის და არქეოლოგიური ობიექტების მონიტორინგი",- ნათქვამია განცხადებაში.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics