|
2017-06-07 09:37:17, 2054 ნახვა
მსოფლიო
პოლიციამ ლონდონში მომხდარ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავა
ლონდონის ხიდზე განხორციელებული თავსხმის გამოძიების ფარგლებში, სკოტლანდ იარდმა დღეს, გამთენიისას ქალაქის აღმოსავლეთით 30 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მამაკაცი ტერორისტული აქტის მომზადებისა და წაქეზების ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. სამართალდამცავი უწყების განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე ჩხრეკის ოპერაცია გრძელდება. ცნობისთვის, რამდენიმე საათით ადრე კი, ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონის ტერაქტის მესამე შემსრულებლის ვინაობა დაასახელა. ხოლო, გუშინ ლონდონის პოლიციამ ტერაქტის მოწყობაში ორი ბრალდებულის ვინაობა დაასახელა. ესენი არიან: 27 წლის ჰურამ შაზად ბატტი და 30 წლის რაშიდ რედუანი. სკოტლანდ იარდის ცნობით, ორივე ბრალდებული ლონდონის მკვიდრია. შეგახსენებთ, შაბათს ლონდონში ინციდენტი ორ ადგილას მოხდა. თავდაპირველად, ლონდონის დროით 22:15 საათზე მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მოქალაქეებს თავს სავაჭრო უბან Borough Market-ში დაესხნენ, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ტერორისტული აქტის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)