|
2017-06-06 17:03:11, 1981 ნახვა
საზოგადოება
უნივერსიტეტის ქუჩაზე გზა 1,7 მეტრით გაფართოვდება
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, უნივერსიტეტის და თამარაშვილის ქუჩების კვეთის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით უნივერსიტეტის ქუჩის ამ მონაკვეთში სავალი ნაწილის გაფართოება 1 მეტრით 70 სმ მოხდება. სამუშაოების შედეგად, გზას ერთი ზოლი დაემატება, რომლის საშუალებით მანქანები თამარაშვილის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით იმოძრავებენ. პროექტის ფარგლებში, უკვე მოხდა მიწისქვეშა კომუნიკაციების - „სილქნეთის“, „მაგთის“, „ახალი ქსელების“ კაბელების შესაბამის ნიშნულზე მოყვანა, ასევე სანიაღვრე ქსელის, შუქნიშნების, ბილბორდების, განათების ბოძების ადგილმდებარეობის შეცვლა. უახლოეს მომავალში იგეგმება ავტობუსების განრიგის ტაბლოს გადატანაც. უნივერსიტეტის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების მიმდინარეობისას, შესაძლოა გზის მხოლოდ ნაწილობრივი გადაკეტვა. საგზაო სამუშაოები, დაახლოებით, 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯეო სერვისი“ აწარმოებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)