|
2017-06-06 16:13:39, 2715 ნახვა
მსოფლიო სხვადასხვა
აზერბაიჯანში კიდევ ერთი ჟურნალისტი დააკავეს - ადვოკატის თქმით, ის აწამეს
აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტის, ნიჟატ ამირასლანოვის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ციხეში აწამეს, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ამირასლანოვი 22 მაისს დააკავეს და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 30 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, 3 ივნისს ჟურნალისტს განაჩენი უნდა გაესაჩივრებინა, თუმცა ამის ნაცვლად მან თავი დამნაშავედ ცნო. ჟურნალისტის ადვოკატის ელჩინ სადიქოვის განცხადებით, ის ჟურნალისტს შეხვდა და ნახა, რომ ამირასლანოვს კბილები არ ჰქონდა. ამასთან, მისივე თქმით, რამდენიმე დღით ადრე მისი დაცვისქვეშ მყოფი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა. "როდესაც ვკითხე ამირასლანოვს, თუ რა მოუვიდა მის კბილებს, მითხრა რომ, უბრალოდ ჩამოუვარდა", - განაცხადა ადვოკატმა. სადიქოვის თქმით, მან ნახა თუ როგორ მიუთითებდა მოსამართლის თანაშემწე მის კლიენტს რაღაცას და ვარაუდობს, რომ ამირასლანოვს დანაშაულის აღიარება მოსთხოვეს. სადიქოვი ძალადობის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)