10:36 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 18:39:05, 2553 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა.

მსოფლიო ბანკის ვარაუდით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა 3.5%-ს შეადგენს, იანვარში კი 5.2%-ს პროგნოზირებდა. 

მსოფლიო ბანკი ეკონომიკის 4%-იან ზრდას 2018 წელს ელოდება,  2019 წელს კი საქართველოს პროგნოზი 4.5%-ია.

მსოფლიო ბანკის ივნისის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკი წელს გლობალური ეკონომიკის მხოლოდ 2.7%-იან ზრდას ვარაუდობს.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, აზერბაიჯანის ეკონომიკა წელს 1,4%-ით გაიზრდება, სომხეთის - 2,7%-ით, რუსეთის 1,3%-ით, ხოლო თურქეთის - 3,5%-ით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics