04:49 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 13:05:28, 2735 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
დავით ნარმანია: თუ კალაძის კანდიდატურა დასახელდება, მას ექნება ჩემგან სრული მხარდაჭერა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თუ კახი კალაძის კანდიდატურა დასახელდება, მინისტრი მისგან მხარდაჭერას მიიღებს.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ამ საკითხზე კონსულტაციები ძალიან ბევრი თვალსაზრისით მიმდინარეობს. მისივე შეფასებით, კონსულტაციების დასრულებისთანავე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები ცნობილი. 

"კახი კალაძე არის ჩემი მეგობარი. თუ მისი კანდიდატურა დასახელდება და საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მას ექნება ჩემგან სრული მხარდაჭერა. საერთო გადაწყვეტილებები იქნება, ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებებს ველოდებით, მათ შორის ჩემთან მიმართებით“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

თბილისის მერის განცხადებით, კონსულტაციებში თავადაც ჩართულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics