23:46 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-16 18:24:12, 680 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტროში 20:00 საათზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართება

თბილისის სპეცრაზმის ყოფილ მეთაურ კახა ნაკანთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 20:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, კახა ნაკანმა დღეს, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვენები გადაიჭრა.  მისივე განმარტებით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ადვოკატის განცხადებით,  თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი ისაა, რომ  ნაკანი ე.წ. მატროსოვის ციხეში არ გადაჰყავთ. „ამ თვეების განმავლობაში კახა ნაკანი  საკანში მარტო იმყოფება. დაკავების დღიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს. წვერის საპარსის სამართებლით  მარცხენა ხელზე ვენა გადაიჭრა და, დაახლოებით, 13 ნაკერი ადევს“,-განუცხადა  კახა შონიამ  „რუსთავი 2“-ს.
შეგახსენებთ, კახა ნაკანს ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლომ სხვა პირებთან ერთად,  აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics