|
2015-04-16 18:07:41, 791 ნახვა
ეკონომიკა
პრეზიდენტის ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რიგაში ლატვიელი და ქართველი საქმიანი წრეების წარმომადგენლეთა ბიზნეს ფორუმი გაიმართა, სადაც ქართველმა ბიზნესმენებმა ლატვიელ კოლეგებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ლატვიელმა და ქართველმა ბიზნესმენებმა ორი ქვეყნის ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოს საინვესტიცო შესაძლებლობები და საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შემდგომ ახალ პერსპექტივები. შეხვედრაში ქართული დელეგაციის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ქოუგლიმ. ლატვიის მხრიდან შეხვედრას ლატვიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ლატვიის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი, და 50-მდე ლატვიელი ბიზნესმენი დაესწრო .
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)