09:28 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 21:05:33, 803 ნახვა

სხვადასხვა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ღონისძიებები გაიმართა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  პენიტენციურ დაწესებულებებში არასრულწლოვან ბრალდებულთა და ვმსჯავრდებულებისთვის ღონისძიებები გაიმართა. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროექტის „ჩვენ ერთად ვართ“  ფარგლებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით N11 პენიტენციურ დაწესებულებაში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ერთი დღე გაატარეს ჯგუფ „რეგიონის“ წევრებმა. 

მათ მთელი დღის განმავლობაში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ერთად ითამაშეს ტენისი, წაიკითხეს ლექსები და დღის ბოლოს კონცერტი გამართეს.  

ჯგუფ  „რეგიონის“ წევრებთან ერთად მსჯავრდებულებმა რამდენიმე სიმღერაც შეასრულეს. 
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე N8 პენიტენციურ დაწესებულებაშიც აღნიშნეს.  

„ჯეოსტარის“ მონაწილე ლაშა თოლორდავამ, „იქს-ფაქტორის“ მონაწილეებმა ლელა ჯავახიამ და გვანცა ოსიყმაშვილმა არასრულწლოვან ბრალდებულებს  დღევანდელი დღე მიულოცეს და ქართული და უცხოური სიმღერების ჰიტები შეასრულეს. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ლეილა აფციაურის განცხადებით,  პენიტენციურ დაწესებულებებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა, რომელიც პროექტ „ჩვენ ერთად ვართ“  ფარგლებში განხორციელდა.

„პროექტის  „ჩვენ ერთად ვართ“ ფარგლებში  ერთი დღის განმავლობაში  ჩვენთვის სასურველი, საინტერესო, ნიჭიერი და ცნობილი ადამიანები იყვნენ არასრულწლოვნებთან და მიულოცეს დღევანდელი დღე. 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდულობით ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან  გატარებული ერთი დღე არასრულწლოვნებთან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი სტუმრებისთვის. ვფიქრობ, ამ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა  აქვს“,- განაცხადა ლეილა აფციაურმა. 

ჯგუფ „რეგიონის“ წევრმა ლაშა ნოზაძემ მადლობა გადაუხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებს ღონისძიების ორგანიზებისთვის.

„ემოციებით ვარ დატვირთული. კონცერტი მეათეხარისხოვანი თემაა, როცა მათთან ერთად მიირთმევ საკვებს, მათთან ერთად თამაშობ სპორტულ თამაშებს,  მათთან ერთად მსჯელობ და ცვლი აზრებს. 
აქ ყველანაირი პირობა აქვთ მათ განვითარებისთვის, სწავლისა და წინსვლისთვის. აქ ყველაფერი აქვთ მაგრამ თავისუფლება მაინც მთავარი ღირებულებაა. ვუსურვებ ყველას დროზე ადრე გათავისუფლებას“, - განაცხადა ლაშა ნოზაძემ.

მსგავსი ღონისძიებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით ხორციელდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics