22:08 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 18:42:10, 1906 ნახვა

საზოგადოება
იტალიის 20 წლამდე რაგბისტთა ნაკრების წევრები მიუსაფარ ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდნენ

ცხოვრების ჯანსაღი წესი, სპორტის და განათლების მნიშვნელობა, საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართულობა - ამ თემებზე ისაუბრეს იტალიის 20 წლამდე რაგბისტთა ნაკრების წევრებმა  ქუთაისში, მიუსაფარ ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებთან შეხვედრაზე. 

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომლებიც სახელმწიფო და  არასამთავრობო ორგანიზაცია „world vision”-ის სერვისებით სარგებლობენ იტალიის ნაკრების წევრებს ქუთაისის „აიას“ სარაგბო სტადიონზე შეხვდნენ, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის ბავშვებმა და სპორტსმენებმა შეხვდრის ბოლოს სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.

ბავშვებმა რაგბისტებს სამახსოვროდ ხელნაკეთი ნივთები გადასცეს.

ქუთაისის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა და თავშესაფრის მომსახურებით  30 ბავშვი სარგებლობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics