18:48 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 17:21:42, 2151 ნახვა

პოლიტიკა
თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შედეგად, „აიპების“ მიმართულებით კადრების ოპტიმიზაცია მოხდება

თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შედეგად, გარკვეული სახის ოპტიმიზაცია მოხდება, მათ შორის კადრებისაც.

ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, ოპტიმიზაცია „აიპების“ მიმართულებას შეეხება:

„უფრო ოპტიმიზაცია მოხდება, მათ შორის კადრებისაც. „აიპების“ ნაწილი ძალაში სავარაუდოდ 2018 წლიდან შევა. სამსჯელოა კიდევ ეს საკითხი, პარლამენტში როდის შევიდეს. გარკვეული ოპტიმიზაცია „აიპების“ მიმართულებით და   დასაქმებული ადამიანების მიმართულებით იქნება, ეს გარდაუვალია.არა მარტო ამ გაერთიანებულებში, სავარაუდოდ, სხვაგანაც“,-აღნიშნა ალავიძემ.

აიპ-არასამეწარმეო იურიდიული პირი წარმოადგენს იურიდიული პირის განსაკუთრებულ ფორმას. ა(ა)იპ-ის სხვა იურიდიული პირებისაგან განმასხვავებელი ძირითადი ნიშანი, კერძო სამართლის თვალსაზრისით, არის ის, რომ იგი არ არის კომერციული საქმიანობის საწარმოებლად და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შექმნილი ორგანიზაცია.

არასამეწარმეო იურიდიული პირი უფლებამოსილია, განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც კანონით აკრძალული არ არის, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics