|
2017-05-31 15:07:18, 1862 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ბათუმში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთერლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ევროპის მოედანზე აქციის მონაწილეებმა ტრანსფარანტები წარწერით "სირცხვილი" გამოიტანეს. აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ფაქტების სასწრაფო გასაჯაროვებას და პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციების გატარებას ითხოვენ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)