19:53 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 23:10:46, 1859 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ფუნიკულიორმა პანელური დისკუსია - „ბუნების ეკონომიკას“ უმასპინძლა

საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და გერმანიის საელჩომ საქართველოში, 24 მაისს, ოთხშაბათს, საღამოს 7 საათზე, კომპლექს „ფუნიკულიორის“ მე-3 სართულზე- ბუნების ეკონომიკის შესახებ მაღალი კლასის პანელური დისკუსია გამართა. 

დებატები ეძღვნებოდა კითხვას: „შესაძლებელია თუ არა საქართველოს ეკონომიკის ზრდა ბუნებაზე ზრუნვის გარეშე?“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ადგილობრივ მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილებას გაუზიარეს პავან სუხდევი — TEEB-ის (The Economy of Ecosystems and Biodiversity) მეთოდოლოგიის ფუძემდებელი და კავიტა შარმა — TEEB საქართველოში განხორციელებული საცდელი კვლევის კოორდინატორი.

„ბუნების ეკონომიკის“ სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ ეკონომიკური ლიდერები, ფინანსური ექსპერტები, ეკონომიკის და გარემოს დაცვითი ფაკულტეტების სამაგისტრო სტუდენტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დისკუსიის მიზანია გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა საერთოდ ქართულ ეკონომიკაში ბუნების დაცვასთან კავშირის დილემა და რა როლი შეიძლება ითამაშონ ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების სერვისებმა საზოგადოების ეკონომიკური ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

პანელური დისკუსიის კონცეფცია TEEB-ის მიერ საქართველოში განხორციელებული საცდელი კვლევის მიგნებებს ემყარება და ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების სერვისების ეკონომიკური მნიშვნელობის ხაზგასმას ისახავს მიზნად. დისკუსიის ფარგლებში აქცენტირებული იქნება დამოკიდებულება განვითარების მიზნებს, ადამიანის კეთილდღეობასა და ეკოსისტემების სერვისებს შორის. მონაწილეები იმსჯელებენ „მწვანე ეკონომიკაზე“ — როგორც ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელ, მდგრადი განვითარების ახალ ხელსაწყოზე.

13.03.2017

საკონტაქტო პირი:

თეონა ბაღდავაძე, კომპანია key communications

მობ.: 597-970353

ელ-ფოსტა: teonabagdavadze@gmail.com

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics