15:12 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-28 11:16:38, 1943 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ოკუპირებული ახალგორის მოსაზღვრე სოფელს ესტუმრა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პაოლო ალი  დელეგატებთან ერთად, ოკუპირებული ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისს ესტუმრა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები უცხოელ სტუმრებს ადგილზე არსებული  ვითარება გააცნეს და დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.  

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ძალზედ სამწუხარო უწოდეს და აღნიშნეს, რომ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.  

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრს ქვეყნებში მეხუთედ ტარდება. დელეგაციის წევრების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოთხდღიანმა საგაზაფხულო სესიამ მუშაობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაიწყო. 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პლენარული სხდომა ჩატარდება.

29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics