|
2017-05-27 12:52:09, 2288 ნახვა
კომენტარი სამხედრო
ლევან იზორია: საქართველო საერთაშორისო მისიებში 871 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი
თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საერთაშორისო მისიებში საქართველოს თანამონაწილეობის ხარისხი ძალიან მაღალია. ამის შესახებ მინისტრმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც იზორიამ აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო მისიებში 871 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი. „მოგეხსენებათ,ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იმ საქმისა, რასაც ჰქვია საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ წარმოდგენილი ვართ საერთაშორისო მისიებში, როგორც ავღანეთში, ისე ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში და ერთი ოფიცრით მალიში. ეს არის კიდევ ერთხელ გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე, არამედ თქვენთან ერთად მსოფლიოში, რომ ხელი შევუწყოთ, წესებზე დაფუძნებული მსოფლიოს უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანია გარანტია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი ქვეყნის დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს არსებობისთვის“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)