15:12 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 20:33:42, 2032 ნახვა

პოლიტიკა
პაოლო ალი: საქართველო სტაბილურობის კუნძულია რეგიონში და ნატო აცნობიერებს, რომ მისი დაცვა, ევროპის დაცვას ნიშნავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სესიის თბილისში გამართვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ ფაქტს ალიანსის მხარდაჭერის დადასტურებად აფასებს.

 გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის არჩევანია.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს, ალიანსის სახელით, რეფორმების პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

პაოლო ალის განცხადებით, საქართველო არის სტაბილურობის კუნძული რეგიონში და ნატო აცნობიერებს, რომ საქართველოს დაცვა, ევროპის დაცვას ნიშნავს. 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს ასევე მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics