|
2017-05-23 16:58:36, 1883 ნახვა
პოლიტიკა
სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია თურქ კოლეგას შეხვდა
ბათუმში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თურქ კოლეგასთან ფიქრი იშიქთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას თურქეთის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ევროატლანტრიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფება ურყევია და ამ მხრივ, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება კვლავ გრძელდება. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო განათლებასა და ერთობლივ სწავლებებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში, კერძოდ, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოსა და თურქეთის კონტრიბუციასაც. ბათუმში გამართული საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის რიგით მეხუთე სამმხრივი მინისტერიალი დასრულდა. სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების დონეზე სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)