23:49 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 13:32:10, 2257 ნახვა

კომენტარი
ნარმანია ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე: ტყუილია, რომ თითქოს ინფორმაცია დავმალეთ

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც მერიაში ინახება, შემმოწმებლისთვის ღიაა.

ამის შესახებ ნარმანიამ აუდიტის სამსახურისთვის ოთარ ფარცხალაძის მიწის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, მერიას რა დოკუმენტაციას ჰქონდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს მიაწოდეს.

"ველოდები აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებულ დასკვნას, რომელიც გვაჩვენებს, თუ რაზე აკეთებენ შემმოწმებლები აქცენტს. ჩვენ მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდათ. ტყუილია, თითქოს ინფორმაცია დავმალეთ, ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც მერიაში ინახება არის შემმოწმებლებისთვის ღია და რა დოკუმენტაციაც  გვქონდა, მივეცით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics