13:02 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-21 16:06:00, 1968 ნახვა

საზოგადოება
უამინდობამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, საქართველოს რამდენიმე რეგიონი დაზარალდა. განსაკუთრებით მძიმე პრობლემები სტიქიამ ლაგოდეხისა და წყალტუბოს რაიონების  სოფლებს  შეუქმნა.

კერძოდ კი, ძლიერმა წვიმამ  ლაგოდეხის რაიონის სოფლებში გაანადგურა  ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ასევე დატბორილია რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლის  სარდაფები. 

უხვი ნალექის გამო, მდინარე რიონი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. მდინარის წყალმა წყალტუბოს რაიონის სოფელი ჟონეთი დატბორა. გადაუღებელი წვიმის გამო, დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ.

ამასთან, გორის რაიონის სოფელ სობისში ძლიერმა ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

არსებული ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმის გამო, წყალი რამდენიმე სახლში შევიდა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

 გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენსა და ვარიანში ძლიერი სეტყვაც იყო, რის შედეგადაც ნათესები დაზიანდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics