10:33 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 15:44:43, 2028 ნახვა

პოლიტიკა
ტრამპი: რუსეთისთვის ინფორმაციის გაზიარების აბსოლუტური უფლება მაქვს

დონალდ ტრამპი ამერიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას Twitter-ზე ეხმაურება.

აშშ–ის პრეზიდენტის განცხადებით, მას ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემის სრული უფლება ჰქონდა. გარდა ამისა, ტრამპი მიესალმება რუსეთის წარმატებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"როგორც პრეზიდენტს, თეთრ სახლში შეხვედრაზე, მინდოდა ინფორმაცია, რომელიც ტერორიზმსა და ფრენების უსაფრთხოებას ეხება, რუსეთისთვის გამეზიარებინა, მე ამის აბსოლუტური უფლება მაქვს. ასევე, მინდა, რომ რუსეთმა დიდი ნაბიჯი გადადგას ისლამური სახელმწიფოსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს დონალდ ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს მკაცრად გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაცია გაამჟღავნა, რამაც უმნიშვნელოვანესი წყარო საფრთხის ქვეშ დააყენა.

აშშ-ის ცენტრალური დაზვერვისა (CIA) და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოები (NSA) საკითხზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics