|
2017-05-16 14:17:58, 2249 ნახვა
მსოფლიო
ნიკი ჰეილი: რუსეთი და ირანი ასადს საშუალებას აძლევენ, გაიტაცოს, აწამოს და მოკლას ხალხი
გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენლის ნიკი ჰაეილის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მხარეს უნდა დადგეს და სირიის პრეზიდნეტის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეს, - ამის შესახებ Newspapers.com იუწყება, ნიკე ჰეილის სირიის ხელისუფლება კაციბრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო დაადანაშაულმა. გაეროში აშშ-ის ელჩმა შესაბამისი პასუხისმგებლობა რუსეთსა და ირანს დააკისრა. „ასადის კრემატორიუმებში მასობრივი მკვლელობების მიმალვის მცდელობები მე-20 საუკუნის ყველაზე საშინელ დანაშაულებს გვახსენებს. მიუხედავად იმისა, რომ ასადს ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა ამ სისასტიკეზე, მძიმე ტვირთი ასევე ადევს მის მოკავშირეებს, რუსეთსა და ირანს. რუსეთი და ირანი ასადს საშუალებას აძლევენ გაიტაცოს, აწამოს და მოკლას ხალხი, სასამართლოსა და გამოძიების გარეშე. მთლიანად მსოფლიომ გაიაზრა თუ რა საშინელებებს აკეთებს სირიის რეჟიმი. დადგა დრო, რუსეთი შემოგვიერთდეს“, - ნათქვამია ნიკი ჰეილის განცხადებაში. BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თანამგზავრის მიერ გადაღებულ ფოტომასალას აქვეყნებს, სადაც უწყების მტკიცებით, სამხედრო ციხის კრემატორიუმია განთავსებული. ამერიკელი დიპლომატების მოსაზრებით, კრემატორიუმი წამების მსხვერპლ ტყვეთა ცხედრების გასანადგურებლად და კვალის დასაფარად გამოიყენება. ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, სტუარტ ჯონსის განცხადებით, ამერიკამ არაერთხელ განაცხადა სირიის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. სტუარტ ჯონსი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ისარგებლოს გავლენით, რათა დასრულდეს ასეთი არაადამიანური მოპყრობა. აშშ ასევე თვითმხილველთა განცხადებებს ეყრდნობა, რომელთაც წამების შემდეგ საპყრობილისთვის თავის დაღწევა შეძლეს და ციხეში არსებულ სისასტიკესა და არაადამიანურ მოპყრობაზე ყვებიან.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)