|
2015-04-14 14:10:44, 1998 ნახვა
სხვადასხვა
გალის ე.წ ადმინისტრაციის უფროსი: ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლება ავკრძალოთ
"ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლება ავკრძალოთ", - ამის შესახებ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა. როგორც ნადარაიამ აღნიშნა, „აფხაზეთი არის სუვერენული სახელმწიფო“, სადაც სწავლება სახელმწიფო ენაზე მოხდება. „დაუშვებელია ყველას, ვისაც მოუნდება, აფხაზეთში ჩვენ სკოლა გავუხსნათ. გალის რაიონში უმრავლესობა არის ეთნიკური ქართველი, მაგრამ ისინი სუვერენული აფხაზეთის მოქალაქეები არიან. აფხაზურ სახელმწიფოს აქვს მისი ინტერესები, ჩვენ ვახორციელებთ გალის რაიონის სრულ ინტეგრაციას. განათლების სამინისტრო ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას და იღებს საჭირო ღონისძიებებს, რათა სექტემბრიდან გალის სკოლებში ქართულად სწავლება შეწყდეს", - აღნიშნა თემურ ნადარაიამ. შეგახსენებთ, აფხაზეთის საოკუპაციო ძალებში 1 სექტემბრიდან გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა განიხილება.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)