04:14 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-14 14:09:32, 1706 ნახვა

საზოგადოება
თბილისში სამოყვარულო ველოგარბენი - „გზა ევროკავშირისკენ“ გაიმართა

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ და ევროპის დღეების ფარგლებში, თბილისში სამოყვარულო ველოგარბენი - „გზა ევროკავშირისკენ“ გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ველოგარბენის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. გარბენმა სტარტი ვაკის პარკიდან აიღო და ი.ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით, თავისუფლების მოედანზე დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 200-მდე მოყვარული ველომრბოლელი, მათ შორის, შს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ორგანიზატორებმა სიმბოლურად გამოავლინეს სხვადასხვა ნომინაციის ექვსი გამარჯვებული, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული პრიზები, ველოსპორტისთვის საჭირო აქსესუარები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული, ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics