|
2017-05-13 16:22:02, 2461 ნახვა
სამართალი კომენტარი
ლაშა თორდიას განცხადებით, მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით მას თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა. როგორც თორდიამ „მოამბეს“ განუცხადა, თავდასხმა პირადი ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა და მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. „ეს იყო პირდაპირი ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია ჩემს სამსახურებრივ საქმიანობასთან. მითხრა კიდევაც, რომ ჩემზე კომპრომატებს რატომ აგროვებო, ამის შემდგომ ხუთი ადამიანი დამესხა თავს, ახლა მაქვს ტვინის შერყევა და დაზიანებები სახეზე. ერთი იყო ოთარ ფარცხალაძე, დანარჩენებს არ ვიცნობ. შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. მან დაიწყო, რატომ ვაგროვებდი მასზე კომპრომატებს და ვადის გასვლის შემდგომ, როგორ უნდა მეცხოვრა. რომ ვუთხარი, გაეაზრებინა, ვის ელაპარაკებოდა, ამის შემდგომ გვერდიდან მომხვდა ხელი, მერე ბევრი ადამიანი უკნიდან და წინიდან მირტყამდა", - დასძინა თორდიამ. ცნობისთვის, გუშინ შარდენზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. ამაჟამად ის საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)