08:53 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 20:24:57, 897 ნახვა

სხვადასხვა
ყველაფერი, რაც დონალდ ტრამპმა Twitter-ში დაწერა - შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილთან პოსტებს შორისაა

გამოცემა Los Angeles Times ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის Twitter-ის გვერდის მიმოხილვას ავრცელებს.

გამოცემის მიერ გავრცელებულ მასალაში, სადაც დონალდ ტრამპის ყველა Twitt-ია მოყვანილი,  აშშ-ის პრეზიდენტის და ქარათველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაც მოხდა.

მასალის ავტორი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ტრამპმა საქართველოს პრემიერი ოვალურ კაბინეტში მიიპატიჟა. 

Los Angeles Times-მა თეთრი სახლის განცხადებაც გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას გლობალურ უსაფრთხოებაში და კიდევ ერთხელ საქართველოს ევროატლატიკური მისწრაფებებისადმი, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა. გარდა ამისა, პენსმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

როგორც გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალაშია ნათქვამი, საქართველოს უთანხმოება აქვს რუსეთის ფედერაციასთან, რადგან მას ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ამის პარალელურად მედია საშუალება, ტრამპის მიერ ხელმოწერილ საბიუჯეტო კანონსაც ახსენებს, რომელშიც სწორედ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზეა საუბარი.  

მასალა - „ყველაფერი რაც ტრამპმა „Twitter“-ში დაწერა, აშშ-ის პრეზიდენტის ფაქტობრივად ყველა Twitt-ს მოიცავს და ასევე იმ მნიშვნელოვან თემებსაც ასახელებს, რომლებსაც ტრამპი Twitter-ში არ გამოეხმაურა. 

საკითხები, რომლებსაც ტრამპი ყველაზე მეტჯერ შეეხო არის სამხრეთ კორეასთან არსებული ვითარება, ასევე რუსეთთან. ლავროვის ვიზიტი კი ერთ-ერთი ბოლო Twitt-ია. აშშ-ის პრეზიდენტი ხშირად ეხმაურება გარკვეულ ბრალდებებს მის მიმართ. კიდევ ერთი Twitt-ი ტრამპმა საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებსა და მასში ცენტრისტის, ემანუელ მაკრონის გამარჯვებას შეეხო. 

ტრამპის ბოლო Twitt-ს შორისაა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

ყველა Twitt-ის ნახვა შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე: http://www.latimes.com/politics/la-pol-updates-everything-president-trump-dismisses-russia-probe-as-1494284166-htmlstory.html





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics