|
2017-05-11 18:27:35, 1967 ნახვა
პოლიტიკა
ერგნეთში ქართულმა მხარემ ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი გიორგი გიუნაშვილის საკითხი დააყენა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 77-ე შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ის მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. განსაკუთრებული ყურადღება ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილის საკითხზე გამახვილდა. ცენტრალური ხელისუფლების შეფასებით, გიუნაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი ე.წ. განაჩენი, ისევე როგორც წაყენებული ე.წ. ბრალდებები არის საფუძველმოკლებული, ხელოვნურად შექმნილი და სრულად პოლიტიზირებული. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ აუცილებელია გიორგი გიუნაშვილის უახლოეს პერიოდში უპირობოდ გათავისუფლება. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და ღობეების აღმართვის შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილ პრობლემებზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის უკანონო ქმედებები, ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 7 ივნისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)