|
2017-05-11 14:26:05, 1660 ნახვა
საზოგადოება
გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ინციდენტი მოხდა
გორში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ინციდენტი მოხდა. საზოგადოებამ „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის გამოსვლა გააპროტესტა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რატიანმა პოლიტიკურ საკითხებზე დაიწყო საუბარი. მოსახლეობამ რატიანის მოსმენა არ ისურვა. ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდაც გახდა. მათ თავდაპირველად ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სთხოვა, მშვიდად მოესმინათ გამომსვლელების სიტყვა. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები რატიანის გამოსვლას კვლავ აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ მას მათთან საუბრის უფლება არ ჰქონდა. რატიანმა თავისი სიტყვა მაინც დაასრულა და შექმნილ ვითარებას „ორგანიზებული დაპირისპირება“ უწოდა. ამის შემდეგ გორელებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართა და სთხოვა, როგორი მიუღებელიც არ უნდა ყოფილიყო ვინმეს გამოსვლა, მშვიდად მოესმინათ. ამავე დროს, ირაკლი კობახიძემ მიმართა პოლიტიკოსებსაც, თავად არ მოეხდინათ საზოგადოების პროვოცირება: „ქალბატონებო და ბატონებო, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს გამოსვლა რაღაც თემაზე, ვინმეს მხრიდან, დღეს ვართ შეკრებილი იმისათვის, რომ განვიხილოთ კონსტიტუცია, გთხოვთ, თითოეულ გამოსვლას მოვუსმინოთ მშვიდად და ასევე ხაზგასმით მინდა გამომსვლელებს ვთხოვო, თვითონ ნუ მოახდენენ საზოგადოების პროვოცირებას. აქ იყო საუბარი პოლიტიკურ საკითხებზე. ბატონო სერგო, ჩვენ კონსტიტუციაზე უნდა ვისაუბროთ. თქვენ არ უნდა გეხსენებინათ, ჩვენ აქ არ დაგვიწყია 9 წელზე ლაპარაკი, ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, არც 9 წელს გახსენებთ, არ ქუჩაში ხალხის დახოცვას, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს კოსნტიტუციაზე. საზოგადოებას ვთხოვთ, მშვიდად მოვუსმინოთ გამომსვლელებს, არ მოახდინონ ისეთი გრძნობების პროვოცირება, რაც ადამიანებს ძალიან მძიმე, შავ-ბნელ წარსულს გაახსენებს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ, რასაც დარბაზში მყოფი ადამიანების მხრიდან ტაში მოჰყვა.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)