|
2017-05-11 14:13:42, 2354 ნახვა
მსოფლიო
ევროსაბჭომ უკრაინის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა - „ჩვენ ვწყვეტთ კავშირს პოსტსაბჭოთა წარსულთან“
ევროკავშირის საბჭომ უკრაინის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ეს უკანასკნელი საფეხურია, რომელიც უკრაინას უვიზო მიმოსვლის პროცედურების ამოქმედებამდე უნდა გადაელახა. რაც შეეხება პროცედურებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საკონანმდებლო აქტს ხელი უნდა მოაწეროს, რის შემდეგადაც აქტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. უვიზო მიმოსვლა ჟურნალში გამოქვეყნებიდან 21-ე დღეს ამოქმედდება. საკანონმდებლო აქტს ხელს 17 მაისს მოაწერენ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკვე გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ სტრასბურგში გაემგზავრება და აქტის ხელმოწერას დაესწრება. "ჩვენ ეს შევძელით! ევროკავშირის საბჭომ მხარი დაგვიჭირა. 17 მაისს სტრასბურგში გავემგზავრება, სადაც საკანონმდებლო აქტის ხელმოწერის საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ეს ალბათ, ჩემი 3-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება გაცილებით მეტია, ვიდრე საზღვარზე შესვლის გამარტივებული წესი. ეს ევროპისკენ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ჩვენ ვწყვეტთ კავშირს პოსტსაბჭოთა წარსულთან და უფრო და უფრო ვხდებით ერთიანი ევროპული სივრცის ნაწილი", - აღნიშნა პოროშენკომ. ცნობისთვის, უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას 11 ივნისიდან შეძლებენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)