|
2017-05-09 14:09:43, 2103 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი მმართველ გუნდს: ნულპროცენტიანი „რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებაშიც მოიყვანეთ და თავზეც დაგვასვით
მმართველი გუნდი ამბობს, რომ საარჩევნო ბლოკების შექმნა ნეგატიური მოვლენაა, თუმცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაც“ ბლოკური სისტემით მოვიდა, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ზუგდიდში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნაკლები უნდა იყოს რადიკალიზმი და მეტი - კონსტრუქციული დამოკიდებულება. „ვენეციის კომისიას კი არ უნდა დაველოდოთ, როგორც პოლიტბიუროს გადაწყვეტილებას, არამედ ამ საკითხებს ჩვენ თვითონ, ქვეყნის შიგნით და პოლიტიკურ სპექტრში უნდა ვწყვეტდეთ. როცა თქვენ გვეუბნებით, რომ ბლოკების შექმნა ნეგატიური მოვლენაა, მგონი, „ქართული ოცნებაც“ ხელისუფლებაში ბლოკური სისტემით მოვიდა. გუშინ, არჩილ თალაკვაძემ პარტიები გაიხსენა, რომლებიც კოლოსალურ დაფინანსებას იღებდნენ. თქვენ არ იყავით, რომელმაც ნულ პროცენტიანი თუ მინუს ერთპროცენტიანი „რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებაშიც მოიყვანეთ და თავზეც დაგვასვით? ეს სათქვენო მაგალითი იყო და ამ პრაქტიკაზე უარს ამბობთ. ეს ერთპროცენტიანი პარტია დაფინანსებითაც უზრუნველვყავით და პრობლემაც არ შეუქმენით, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო. ჩვენ „რესპუბლიკური პარტიისგან“ განსხვავებით, სახელისუფლო პარტია არ გვაქვს, რომელსაც ის ჩაება. არც მინდა, რომ მყავდეს, რადგან ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ“, - მიმართა მმართველი გუნდის წევრებს ინაშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)