04:49 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 12:30:04, 2394 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ემანულ მაკრონს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა, - ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.

რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა თავისი მზაობა კონსტრუქტიული, ერთობლივი მუშაობა წარმართოს საფრანგეთის არჩეულ პრეზიდენტთან ორმხრივი, რეგიონალური და გლობალური დღის წესრიგის საკითხებზე. 

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს რუსი და ფრანგი ხალხის ძირეულ ინტერესებს პასუხობს. ტერორიზმის საფრთხის გაზრდას თან ლოკალური კონფლიქტების ესკალაცია მოჰყვება. ასევე სხვადასხვა რეგიონში დესტაბილიზაციაც არსებობს. ასეთ პირობებში განსაკუტრებით მნიშვნელოვანია, საერთო უნდობლობა და შესაძლებლობები გაერთიანდეს, იმისთვი, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი", - ნათქვამია პრეზიდენტის ტელეგრამაში.

პუტინმა ემანულ მაკროონს ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა, ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში. 

ცნობისთვის, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების თანახმად, ემანუელ მაკრონმა ხმების 66.06% მიიღო, ხოლო მარინ ლე პენს ამომრჩეველთა ხმების 33.94%. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics