2017-05-05 11:09:59, 2217 ნახვა
სამართალი
ოზურგეთში, საბილიარდოში მომხდარი ჩხუბის შედეგად პოლიციის 2 თანამშრომელი დაშავდა
ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საბილიარდოში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით 3 პირი დაკავებული.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ინციდენტის შედეგად პოლიციის 2 თანამშრომელი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაკავებულების ახლობლები აცხადებენ, რომ პოლიციელები მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ, თუმცა შსს-ში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ 2 სამართალდამცველი შენობაში მას შემდეგ შევიდა, რაც ხმაური და დაპირისპირების ხმა გაიგონეს. პოლიციამ ახალგაზრდებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ინციდენტი მოყვა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 253-ე მუხლით დაიწყო, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან