|
2017-05-04 11:07:16, 2412 ნახვა
მსოფლიო
მარინ ლე პენი: მსურს, ევროკავშირს ევროპა ხელიდან გამოვგლიჯო
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატების ერთ-ერთი მთავარი საკითხი საფრანგეთის ურთიერთობა ევროკავშირთან იყო, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "ნაციონალური ფრონტის" წევრს მარინ ლე პენს და მოძრაობა "წინ" ლიდერს, ემანულ მაკრონს აღნიშნულ საკითხზე განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებდნენ. მარინ ლე პენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დატოვებაზე ან დარჩენაზე საფრანგეთში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, ის თვლის, რომ სრული სასაზღვრო კონტროლი უნდა აღდგეს. ლე პენის თქმით, ევროპას სურს ფულის მიმოქცევას, საზღვრებსა და სავაჭრო შეთანხმებებს სრულად აკონტროლებდეს. „მე ევროპელი ვარ და მინდა ევროპა გადავარჩინო. მსურს, ევროკავშირს ევროპა ხელიდან გამოვგლიჯო, ვინაიდან ევროკავშირი მას ღუპავს“, - განაცხადა ლე პენმა. განსხვავებული აზრი აქვს ცენტრისტს და ლიბერალს, ემანუელ მაკრონის. ის ფიქრობს, რომ უნდა მოხდეს ევროკავშირის რეფორმირება და ხელი უნდა შეეწყოს თავისუფალ სავაჭრო მოლაპარაკებებს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. ერთმანეთს ევროპული კურსის მხარდამჭერი ემანუელ მაკრონი და ევროკავშირიდან გასვლის მომხრე მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)