|
2017-05-03 11:52:26, 926 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების დღე მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების დღე მიულოცა. „მინდა გულწრფელად მივულოცო მასმედიის წარმომადგენლებს დღევანდელი დღე - მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე. განსაკუთრებით კი მინდა მივულოცო ჩვენს რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებსა და მასმედიის საშუალებებს. მიხარია, რომ ჩვენს რეგიონში არსებობს დიდი ისტორიის მქონე მასმედიის საშუალებები. ეს არის გაზეთი „აჭარა", რომელიც 96 წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გვაწვდის ახალ ამბებს. ასევე, აჭარის ტელევიზია და რადიო, ტელეარხი 25, გაზეთი „ბათუმელები", ინტერნეტ გამომცემლობები და სხვა საინფორმაციო საშუალებები.მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ასევე, მივულოცო ჩვენს რეგიონში აკრედიტირებულ ჟურნალისტებს, მინდა გისურვოთ წარმატებები ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის საკეთილდღეოდ",-განაცხადა პატარაძემ. ამ დღესთან დაკავშირებით სასტუმრო ,,ჰილტონში" პრესის თავისუფლებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ,,მედიის როლი და საჭიროებები" გაიმართა, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ქართული და საერთაშორისო, მედია და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, ჟურნალისტები ესწრებოდნენ. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)