23:51 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 19:13:47, 2532 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების დაცვა სთხოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გერმანია რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია.

თავის მხრივ, მერკელმა განაცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და რუსეთს „კონტსრუქციული პარტნიორი უწოდა“ .

პრესკონფერენციაზე საუბრის მთავარი თემა ძირითადად უკრაინა და მის აღმოსავლეთ რეგიონებში არსებული მდგოამრეობა იყო.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამ კრიზისის მოსაგვარებლად ნორმანდიული ოთხეულის ფორმატი გაგრძელდება.

პუტინმა აღნიშნა , რომ არავინ ცდილობს დონბასის უკრაინიდან გამოყოფას და ამას თავად უკრაინის მთავრობა აკეთებს იქ არსებული ბლოკადით.

ანგელა მერკელი ჩეჩნეთში არსებულ მდგომარეობასაც შეეხო და რუსეთის პრეზიდენტს ჩეჩნეთში ლგბტ თემის წინააღმდეგ განხორციელებული დევნის პროცესში ჩარევა სთხოვა.

შეხვედრა სოჭში გაიმართა. ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ხვალ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიფ ერდოღანს სოჭში შეხვდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics