|
2017-05-01 17:15:27, 1077 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძის შუამდგომლობით, აჭარაში ახალშობილ ტყუპებს საკვები პროდუქტები გადაეცათ
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის შუამდგომლობით, სამ ახალშობილ ტყუპს საკვები პროდუქტები გადაეცა. გაბრიელი, ილია და ლილე სურმანიძეები ქვეყანას 31 მარტს მოევლინენ. შპს „ეი-ბი-სი“ ფარმაციამ ოჯახს „ნუტრიბენეს“ დღის და ღამის საკვები გადასცა. „აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამის ფარგლებში ოჯახს 3,000 ლარი უკვე გადასცა. მოგეხსენებათ, რომ ბავშვის აღზრდა დიდ ფინანსებს საჭიროებს. ამ შემთხვევაში სამივე ახალშობილი ხელოვნურ კვებაზე იმყოფება, რომელთა შეძენას ოჯახი ვერ ახერხებს. მშობლების მომართვის საფუძველზე დავუკევშირდით შპს „ეი-ბი-სი“ ფარმაციას, მათ მზადყოფნა გამოთქვეს ახალშობილების კვებით უზრუნველყოფისათვის. მოვუწოდებ კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებს, გამოიჩინონ გულისხმიერება მსგავსი ოჯახების დასახმარებლად“, - აღნიშნა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. ზაალ მიქელაძე სურმანიძეების ოჯახში მინისტრის პირველ მოადგილესთან - ლელა სურმანიძესთან და შპს „ეი-ბი-სი“ ფარმაციას წარმომადგენელთან - ნონა გოგიტიძესთან ერთად იმყოფებოდა. ახალშობილი ტყუპების ერთჯერადი მატერიალური დახმარების 2017 წლის პროგრამის ფარგლებში თანხა გაცემულია 20 ოჯახზე. გასულ წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცა 75 ოჯახზე, გაცემულმა თანხამ შეადგინა 149,000 ლარი.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)