|
2015-04-10 12:31:50, 684 ნახვა
სამართალი
ბორჯომის გამგებელი: ხაშურშიც საუბრობენ შალვა აბულაძე დაუჭერიათო, თუმცა მე ინფორმაცია არ მაქვს
ბორჯომის გამგებელს, დიმიტრი ყიფიანს, პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, შალვა აბულაძის, დაკავების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს. როგორც ყიფიანმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ჭორის დონეზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შალვა აბულაძე ბორჯომში დააკავეს, თუმცა, პირადად მისთვის, ამის შესახებ არავის უცნობებია. "საუბრობენ, რომ შალვა აბულაძე დააკავესო, თუმცა მე ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს.ჭორების დონეზე ამბობენ. ხაშურშიც ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაუჭერიათო, მაგრამ მე ვერ ვადასტურებ. არანაირი წვდომა ძალოვან სტრუქტურებთან არ მაქვს",- განუცხადა დიმიტრი ყიფიანმა "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, ვრცელდება ინფრომაცია, რომ შალვა აბულაძე ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. "ექსპრესნიუსი" ინფორმაციის გადამოწმებას ამ დრომდე ცდილობს, თუმცა მთავარ პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)