|
2017-04-28 13:45:24, 1987 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: ჩვენი კრედოა - რაც კარგია ვუვლით, რაც არ გვაქვს ვქმნით, რაც ცუდია ვცვლით
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ შექმნილი ახალი ცენტრისტული პარტიის მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაა. როგორც ყოფილმა „რესპუბლიკელმა“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს მარტივი გზა არ იქნება. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს სათავეშივე უნდა შევებრძოლოთ. „ეს იქნება ცენტრისტული პარტია. მთავარი მიზანი იქნება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება კოალიციური ძალა. მზაობას გამოვთქვამთ, რომ ყველა ოპონენტსაც კი ვეთანამშრომლოთ. პასუხისმგელობის და ვალდებულების განცდით ვიწყებ ამ საქმეს. ჩვენი კრეადოა-რაც კარგია ვუვლით, რაც არ გვაქვს ვქმნით, რაც ცუდია ვცვლით. მაისის ბოლოს წარვადგენთ გუნდის წევრებს. ჩვენი პარტია იქნება ქვეყნის პოზიტიური ტრადიციების გაღრმავებაზე ორიენტირებული“,-განაცხადა უსუფაშვილმა. რაც შეეხება, ახალი ცენტრისტული პარტიის სახელს, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მას როგორც პარტიის დამფუძნებელს, სახელთან დაკავშირებით გარკვეული იდეები აქვს, თუმცა სურს ერთობლივი გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღოს. „რა თქმა უნდა პარტიის სახელთან დაკავშირებით გარკვეული იდეები უკვე მაქვს, თუმცა მინდა გუნდის წევრებთან ერთად მივიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, პარტიის სახელი ისეთივე მნიშნელოვანია როგორც შვილის სახელი მშობლისთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არის იქნება ლიდერების პარტია, ეს იქნება წევრების პარტია, სწორედ ამიტომ გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთობლივად ყველა წევრთან ერთად“,-განაცხადა უსუფაშვილმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)