|
2017-04-28 13:07:11, 2293 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: უახლოეს დღეებში და წლებში, არ მგონია თინა ხიდაშელი პოლიტიკაში იხილოთ
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ამ ეტაპზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის პოლიტიკაში დაბრუნებას და მის პარტიაში გაწევრიანებას გამორიცხავს. როგორც უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროფესიული საქმიანობით არის დაკავებული. „2005 წელს, როდესაც აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთე თინას როგორც იტყვიან ოჯახში ფულის შემოტანა ევალებოდა, რადგან მივდიოდი უხელფასო, უყველაფრო სფეროში. როგორც კი საქმეში აქტიურად ჩავერთე ორ კვირაში გავიგე, რომ თინა პარტიაში გაწევრიანდა. არ მგონია, ახლაც ასე მოხდა. თინას პოლიტიკურ გააქტიურებას არ ველი. ის აქტიურად არის ჩართული თავის პროფესიულ საქმიანობაში. ექსპერტია და სერიოზულად ჩაერთო უშიშროების საკითხების განხილვაში. ამიტომ უახლოეს დღეებში და წლებშიც არ მგონია თინა პოლიტიკაში იხილოთ. მერე რა იქნება, არ ვიცი“,-განაცხადა უსუფაშვილმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)