|
2017-04-28 13:00:38, 2427 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დავით უსუფაშვილის ახალი პარტია მერობის კანდიდატს მაისში წარადგენს
პარლამენტის ყოფილის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ახალი პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატს მაისის ბოლოს წარადგენს. უსუფაშვილის ინფორმაციით, მას რამდენიმე კანდიდატი უკვე ჰყავს, თუმცა სურს, რომ პარტია შესაბამისი კანდიდატი ერთობლივად აირჩიოს. „იწყება ფორმირების პროცესი, გვეყოლება მერობის კანდიდატიც, რომელსაც მაისის ბოლოს წარმოვადგენთ. რამდენიმე კანდიდატს წარსადგენად უკვე განვიხილავთ, თუმცა გადაწყვეტილება ერთობლივად უნდა იყოს მიღებული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პარტიაში იქნებიან არამხოლოდ ცნობილი სახეები, არამედ უცნობებიც. ძირითადი მოთხოვნა წევრების მიმართ იქნება ერთმანეთის დახმარება და ხელშეწყობა პოლიტიკურ ასპარეზზე. ჩვენ დაინტერესებულები ვიქნებით ძლიერ ოპონენტებთან თანამშრომლობაში“,-განაცხადა უსუფაშვილმა. კითხვაზე იქნება თუ არა დავით უსუფაშვილი მერობის კანდიდატი, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარტიას შერჩეული აქვს რამდენიმე საინტერესო ვარიანტი. უსუფაშვილმა საკუთარი კანდიდატურის წარდგენა არც დაადასტურა და არც უარყო.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)