|
2017-04-28 12:36:54, 2064 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი დაინტერესებულ პირებს ახალი, ცენტრისტული პარტიის შექმნას სთავაზობს
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაინტერესებულ პირებს ცენტრისტული პარტიის შექმნას სთავაზობს. როგორც ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე უსუფაშვილმა განუცხადა, ეს იქნება ცენტრისტული პარტია, რომელიც სხვადასხვა ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს და იგი სახელისუფლო ბრძოლაში ჩაებმება ქვეყნის გაძღოლისათვის სრულფასოვნად მომზადებული პროგრამით და არა ჩრდილოვანი მთავრობით ან რამდენიმე ლიდერისა და რამდენიმე ლოზუნგის ამარა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პარტია ხელს შეუწყობს ისეთი ქვეყნის შენებას, რომელსაც საძირკვლად ედება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის პოზიტიური გამოცდილება, რომლის საყრდენი კედლები დემოკრატიული ინსტიტუტების კონსტიტუციური სისტემა იქნება და რომლის სახურავის როლსაც ევროატლანტიკური სტრუქტურები შეასრულებენ. „პარტიული საქმიანობა დაეფუძნება პოლიტიკოსის პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს, როგორიცაა: ჯერ ქვეყანა, მერე პარტია; ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა; კონკურენცია და არა მტრობა; შემკრებობა და არა გამთიშველობა. პარტიის ფორმირება დასრულდება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. საარჩევნო გუნდის წარდგენა დაგეგმილია მაისის ბოლოსთვის“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)